ქუთაისში პროექტის ,,ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურების გაძლიერება საქართველოში’’ ფარგლებში რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანს პროექტის ღონისძიებებში მედიის ჩართვის შესახებ ჟურნალისტების ინფორმაციით აღჭურვა წარმოადგენდა. შეხვედრა გაეროს ბავშვთა ფონდის და ადგილობრივ თვითმართველობათა ეროვნული ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.
,,ეს არის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა თემის სოციალური კეთილდღეობის შექნას. მნიშვნელოვანია მასში ჟურნალისტების ჩართულობა. მედიის წარმომადგენლებს მივაწოდეთ ინფორმაცია როგორ გაუწიონ მონიტორინგი პროექტის სხვადასხვა ეტაპებს. პროექტი რამდენიმე ღონისძიებისგან შედგება. პირველი ეს არის საჭიროებების კვლევა. ეს კვლევა ევროკავშირის მიერ დანერგილი მეთოდოლოგიით, ადგილობრივი თვითმმართვეკლობის შესაძლებლობებთან ადაპტირებით ტარდება. თვითმმართველობები აწარმოებენენ შეფასებას, მაგრამ ეს კვლევები არ არის სისტემური და მნიშვნელოვანია ამ მონაცემების სისტემაში მოიყვანა. მნიშვნელოვანია ჟურნალისტებს ჰქონდეთ ინფორმაცია პროექტის განხორცილეების შესახებ,’’-ამბობს გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური პროგრამის სპეციალისტი ნინო დავითაშვილი .
პროექტის ფარგლებში, ასევე, დღეს ქუთაისში 10 ქალაქის მერმა ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს და სიმბოლურ დაპირებას, 2022 წლის ბოლოსთვის შეიმუშავონ და გააუმჯობესონ ბავშვებისა და ოჯახების საჭიროებებზე მორგებული სოციალური პროგრამები.
Პროექტი მიზნად ისახავს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მხარდასაჭერად კანონმდებლობის, პოლიტიკის და სახელმძღვანელო პრონციპების გაუმჯობესებას; პროფესიული სამუშაო ძალის შესაძლებლობების გაძლიერებას ბავშვებისა და ოჯახების მხარდასაჭერად.
პროექტი 10 საპილოტე რეგიონში ხორციელდება.