ბელარუსის ქალაქ მოზირში, რომელიც ბელარუს-უკრაინის საზღვარზე მდებარეობს, ოკუპანტებმა 20 წლის ბელარუსელი გოგონა გააუპატიურეს.
ამის შესახებ მსხვერპლმა ვიდეომიმართვა გაავრცელა.
“ჩემ გვერდით სამხედრო მანქანა გაჩერდა. მათ ჯერ მითხრეს, გავიცნოთ ერთმანეთიო- მე ვუთხარი არ მინდა და არ მაინტერესებს თქვენთან საუბარი მეთქი. უცბად თმებში წამავლეს ხელი, მანქანაში შემათრიეს და მითხრეს, ხმას თუ ამოიღებ მოგკლავთო. თავი დამახრევინეს და მთელი გზა ასე ვიყავი, ვტიროდი და ვეხვეწებოდი გამიშვით მეთქი, ისინი კი იცინოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ნებით თუ არ გინდა ჩვენი გაცნობა, ძალით გაგაცნობთ თავსო. ყველას ალკოჰოლის სუნი ამოსდიოდა. მათ გამაუპატიურეს. ძალიან ცუდად ვარ,” – ამბობს 20 წლის გოგონა.
მისივე თქმით, ამის შემდეგ გადმოაგდეს მანქანიდან და წაიღეს მისი ბიჟუტერია და 35 რუბლი.