რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ქუთაისში გადაადგილება ჭირს.
მოყინული გზების და ტროტუარების გამო საფრთხისშემცველია როგორც ავტომობილების, ასევე ქვეითების მოძრაობა.
,,საშინელი მდგომარეობაა, გზაზე რომ დავდივარ, მეშინია ფეხი არ გამისრიალდეს და არ წავიქცე. გზები და ტროტუარები ისეა მოყინული, გადაადგილება სარისკოა,’’-ამბობენ ადგილობრივები.
ქუთაისის მერიის ააიპ ,,სპეციალურ სერვისებში’’ აცხადებენ, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ.
,,ორი დღეა ვმუშაობთ. გავწმინდეთ გზები. რაც შეეხება ტროტუარებს, გუშინ, ღამის სამი საათიდან დავიწყეთ მასალის დაყრა. ძირითადად ვმუშაობთ იმ ადგილებში, სადაც გაჩერებებია, რათა მოქალაქისთვის ავტობუსში ასვლა უსაფრთხო იყოს. პირადი ეზოს წინ შეიძლება იყოს ეს პრობლემა, მაგრამ ვმუშაობთ, რათა ყველაფერი მალე მოგვარდეს,’’-ამბობენ აააიპ ,,სპეციალურ სერვისებში’’.