ასოციაციასთან ,,ქალები რეგიონების განვითარებისთვის’’ არსებული ქალთა კლუბის ინიციატივით, ქუთაისში, რადიო ,,ძველი ქალაქის’’ ოფისში, უკრაინაში გასაგზავნად ჰუმანიტარული ტვირთი შეგროვდა.
მოქალაქეებმა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ბურღულეული, მედიკამენტები და ტანსაცმელი მიიტანეს.
,,შევძლელით და რამდენიმე დღეში შევაგროვეთ სასურსათო დახმარება, მედიკამენტები და თბილი ტანსაცმელი, რაც უკრაინაში არსებული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია. უკრაინა საომარ ვითარებაშია და მათ დახმარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. Მმქსიმალურად ვცდილობთ, სწრაფად მოხდეს ტვირთის გადაზიდვა,’’-ამბობს ქალთა კლუბის თავმჯდომარე, მარიკა ვაჭარაძე.
,,ჰუმანიტარული დახმარება ქუთაისის დაძმობილებულ ქალაქებში გადაიგზავნება, იმ ქალაქებში, რომლებსაც პუტინის რეჟიმი ასე უმოწყალოდ ექცევა. მინდა ომი მალე დასრულდეს და ეს იყოს ბოლო დახმარება, რასაც ჩვენ უკრაინაში საომარი ვითარების გამო გავზავნით. ამის შემდეგ ერთმანეთისთვის სიყვარული, მეგობრობა და თანადგომა გაგვეზიარებინოს,’’-ამბობს რადიო ,,ძველი ქალაქის’’ დამფუძნებელი და ქალთა კლუბის წევრი, ქეთევან ბერძენიშვილი.
ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვა როგორც ქუთაისის, ასევე ბათუმის და ზუგდიდის ქალთა კლუბებმა.