ქუთაისში კოლხური შადრევნის რეკონსტრუქცია გაჭიანურდა.
სამუშაოები 19 თებერვალს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ მერიის ინფორმაციით, ზამთრის განმავლობაში მოსული უხვი ნალექის, ასევე დამატებითი სამუშაოების გამო, სამუშაოების ვადა გახანგრძლივდა. შპს ,,დავითს’’, რომელიც სამუშაოების აწარმოებს, პროექტის ჩაბარების ბოლო ვადად 12 აპრილი განესაზღვრა.
,,ზამთარში ხშირი იყო ნალექი, ასევე დავამატეთ სამუშაოები, რაც გულისხმობს, შადრევნის გარე-საფარის, გრანიტის საფარის აღებას, რელიეფის გასწორებას და მის მოპირკეთებას, ამიტომ სამუშაოები დათქმულ დროში ვერ დასრულდა და კომპანიას ვადა გავუხანგრძლივეთ,’’-ამბობს ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილე, მირზა ხიდაშელი.
კოლხური შადრევნის რეკონსტრუქცია საპილოტე რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 527 ათას ლარს შეადგენს, აქედან 1%-ს მუნიციპალიტეტი აფინანსებს, დანარჩენი გრანტის სახით არის მოზიდული.