ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უკრაინელ ტურისტებს სასტუმროებში უსასყიდლოდ დარჩენა შესთავაზა, კერძო სექტორის მხარდაჭერით.
ადმინისტრაციას დახმარების თხოვნით 100-მდე უკრაინელმა ტურისტმა მიმართა. მათი სასტუმროებში განთავსება დილიდან დაიწყო.
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აამოქმედა უფასო ცხელი ხაზი, სადაც საჭიროების შემთხვევაში, უკრაინელი ტურისტებს შეუძლიათ დარეკონ და ყველა სახის ინფორმაცია და დახმარება მიიღონ.