ქუთაისის საკრებულომ ქალაქის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების ყოლის შესახებ ახალი დებულება დაამტკიცა.
გადაწყვეტილების თანახმად, შინაური ცხოველის დარეგისტრირება სავალდებულო გახდება. დებულების გამოქვეყნებიდან ერთ თვეში მეპატრონეები ცხოველის დარეგისტრირებას ვეტ-კლინიკებსა და სხვადასხვა გაწესებულებაში შეძლებენ. რეგისტრაციის პროცესს მონიტორინგს ააიპ ,,სპეციალური სერვისები’’ გაუწევს. იმ შემთხვევაში, თუ ცხოველის დარეგისტრირება არ მოხდება, მეპატრონე დაჯარიმდება. დებულება ეხება როგორც წვრილფეხა და მსხვილფეხა შინაურ ცხოველებს, ასევე ძაღლებსა და კატებს.
მეპატრონე ასევე დაჯარიმდება სკვერებში, ბულვარებში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცხოველის ალიყაფის გარეშე გაყვანის შემთხვევაშიც.
ჯარიმის თანხა 20 ლარს შეადგენს, განმეორების შემთხვევაში – 50 ლარს.