საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 8 თებერვალს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.
დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მეფობდა.
1121 წელს წმინდა მეფე დავით აღმაშენებელმა დიდგორზე არაბთა 600 ათასიანი არმია დაამარცხა. 1122 წელს კი 400 წლიანი არაბთა ტყვეობის შემდეგ დედაქალაქი თბილისი სამშობლოს დაუბრუნა. მისი მეფობის დროს აშენდა გელათის მონასტერი და დაარსდა გელათის აკადემია, სადაც იოანე პეტრიწი, არსენ იყალთოელი და სხვები მოღვაწეობდნენ.
დავით აღმაშენებელი 53 წლის ასაკში 1125 წელს გარდაიცვალა. მანამდე მან ჰიმნოგრაფიული ნაწარმოები “გალობანი სინანულისანი” დაწერა, სადაც მეფემ მის მიერ ნებსით და უნებლიეთ ჩადენილი ცოდვებისთვის უფალს შეწყალება სთხოვა.
ანდერძის თანახმად, დავით აღმაშენებელი გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული.
1918 წლის 26 იანვარს (ახალი სტილით, 8 თებერვალს), დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, გაიხსნა კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი – ევროპული ტიპის უმაღლესი სკოლა.