28 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 17 066 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა — 5 397, ხოლო გარდაიცვალა 30 ადამიანი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 17 066 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 2 219 დადასტურდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 125 410 საიდანაც, 4 894 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 992 , ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება — 280, ხოლო 2 143 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
118 373 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, დღემდე სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია 25 299 პირი.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 127 234-ს, ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 986 928-მდე, დღემდე ვირუსს ჯამში 14 870 პირი ემსხვერპლა.