ქუთაისში კათოლიკური შობის დღესასწაული აღნიშნეს.

Dmo imereti-ს ინიციატივით ქუთაისში მცხოვრებ კათოლიკებს 25 დეკემბერი მიულოცეს. ღონისძიებას მუსიკალურად მ. ბალანჩივაძის სახელობის სასწავლებლის მუსიკალური დასი აფორმებდა.

,,ქუთაისში უძველესი დროიდან სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები ცხოვრობდნენ. აქ დღეს რამდენიმე კათოლიკური ოჯახი ცხოვრობს, ჩვენ ვალდებული ვართ, არამარტო მივულოცოთ მათ ეს დღე, არამედ მათთან ერთად ვიზეიმოთ.სწორედ ამიტომ დღეს ეს ღონისძიება გავმართეთ,”-ამბობს DMO imereti-ის ხელმძღვანელი მარი დევიძე.
,,ჩვენი, ქუთაისელების დიდი მონაპივარი რელიგიური თანაფარდობაა. საუკუნეებია ქუთაოსში კათოლიკები ცხოვრობენ და დღეს მათთან ერთად ვზეიმობთ ამ დღეს. მივესალმები ტოლერანტობას და რელიგიის თავისუფლებას. ეს ქალაქი ტოლერანტობის საუკეთესო ნიმუშია,”-ამბობს ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *