საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2090 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 76 პაციენტი.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 768 ადამიანი.
დღეს, იმერეთში – 309 შემთხვევა დაფიქსირდა.
იმერეთში, კორონავირუსით ინფიცირებული – 995 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოებში. მათგან მძიმე პაციენტია 321, ხელოვნურის სუნთქვის აპარატზე 37 ადამიანი იმყოფება.
24 დეკემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 4.30%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 6.12% ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.41%.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 48 640 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 892 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 748 PCR ტესტით.