სამოქალაქო აქტივისტ ბესიკ თამლიანს, რომელიც გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დააკავეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება.

ბესიკ თამლიანის წინააღმდეგ ძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
ბესიკ თამლიანი გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე დააკავეს.

ბესიკ თამლიანი ასევე ბრალდებულია 20 ივნისის საქმეზე. მას ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. ბესიკ თამლიანი თავისუფლებაში 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ იმყოფება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *