ქუთაისის მერიის განცხადებით, სოციალურად დაუცველ პირს, რომელმაც დღეს მერიის წინ დაზიანება მიიყენა, თვითმართველობის სოციალური პროგრამების ფარგლებში დაეხმარებიან.

მერიის განცხადებით, აღნიშნული მოქალაქე და მისი ოჯახი ყოველწლიურად იღებდა მერიისგან ერთჯერად მატერიალურ დახმარებას 500 ლარის ოდენობით და ის ასევე სარგებლობს სოციალური პროგრამებით:

“მოქალაქე ვ. რ და მისი ოჯახი ქუთაისის მერიიდან ყოველწლიურად იღებენ ერთჯერად მატერიალურ დახმარებას 500 ლარის ოდენობით. ის ასევე სარგებლობს სხვადასხვა სოციალური პროგრამებით და იღებს დახმარებას.

ქუთაისის მერია მას მიმდინარე წელსაც დაეხმარა მატერიალურად. რაც შეეხება დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურებას, ამ სოციალური პროგრამით, მხოლოდ ომის ვეტერანები სარგებლობენ.

მოქალქეს დღესვე შეხვდა ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი პეტრე ადამაძე. მისი განცხადებით, ოჯახს , თვითმმართველობა იმ სოციალური პროგრამების შესაძლებლობის ფარგლებში რაც აქვს კვლავ გაუწევს დახმარებას.” – ნათქვამია ქუთაისის მერიის განცხადებაში

დღეს, ქუთაისის მერიასთან სოციალურად დაუცველმა მამაკაცმა დაზიანება მიიყენა.

მამაკაცი ამბობდა, რომ ქუთაისის მერიას დედის დაკრძალვისა და სასაფლაოს ქვის ფული სთხოვა, რაზეც უარი უთხრეს.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *