ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა გუშინ, 19 ნოემბერს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარია სოფელ დეკანაშვილებში მოხდა, შედეგად ავტომანქანა ხევში გადავარდა. მსუბუქ ავტომანქანაში კი 4 არასრულწლოვანი იმყოფებოდა, რომლებიც აჭარის სხვადასხვა კლინიკაში წუხელ ღამესვე გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გააცხადეს, რომ მომხდარზე გამიოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.