წყალტუბოს რაიონის სოფელ ოფშკვითში მამაკაცმა თანაკლასელი მოკლა.

შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა.

 

მეზობლების ინფორმაციით, მომხდარს წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღოდა, რა დროსაც ბრალდებულმა თანაკლასელი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მკვლელი, სავარაუდოდ, ნასვამი იყო. მოკლული და ბრალდებული ნათელ-მირონები იყვნენ.

ბრალდებული ადგილიდან მიიმალა. მას პოლიცია ეძებს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაზრახ მკვლელობას გულისხმობს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *