საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებით, ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტებმა ეკა მიშველაძემ და ალექსი პეტრიაშვილმა ქარტიის პრინციპები დაარღვიეს.

ქარტიის გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ  ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტებმა ქარტიით დადგენილი პრინციპები დაარღვიეს: კერძოდ, ინფორმაციის სიზუსტე და ფაქტის განზრახ დამახინჯება.

სადავო გადაცემა “პოლიტიკური პარასკევი” ტელეკომპანიის ეთერში 2021 წლის 21 მაისს გავიდა და ნამახვანი ჰესის მშენებლობას ეხებოდა.

ჟურნალისტების წინააღმდეგ საჩივრით ქარტიას “მწვანე ალტერნატივამ” მიმართა. მათი პოზიციით, მასალაში გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამოდა და ცალმხრივად იყო წარმოდგენილი.

ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, მხარე ასევე დავობდა ქარტიის მესამე (დადასტურებული წყარო) პრინციპის დარღვევაზე, მაგრამ საბჭოს ამ ნაწილზე დარღვევა არ დაუდგენია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *