ბათუმში, მემედ აბაშიძისა და 26 მაისის ქუჩების კვეთაზე, კორპუსი ჩამოინგრა.
ნანგრევებში მოყოლილი 2 წლის ბავშვი სამართალდამცველებმა ცოტა ხსნის წინ გამოიყვანეს. ის ჩამონგრევის დროს ავტომობილში იმყოფებოდა და მანქანა ნანგრევებში მოჰყვა.
ნგრევის პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
მიმდინარეობს გვერდით მდებარე კორპუსში მცხოვრებლების ევაკუაცია.
ამ დროისთვის უცნობია შემთხვევას ემსხვერპლა თუ არა ვინმე.
Ჩამონგრევის სხვადასხვა მიზეზი და ვერსია სახელდება. ერთ-ერთი ვერსიით, ხუთსართულიან კორპუსს ცოტა ხნის წინ მეექვსე სართული დააშენეს და ჩამონგრევის მიზეზი, სავარაუდოდ, ეს გახდა.