ბიუჯეტის თანახმად, წელს ცენტრალური საარჩევნო კომისია 74.5 მილიონი ლარით ფინანსდება.
74.5 მილიონი ლარიდან არჩევნების ჩატარების ღონისძიებებზე 45 მილიონი ლარი იხარჯება, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით 5 მილიონი ლარით ნაკლებია.
არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში სრულ მზადყოფნაშია 3 664 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 9 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 70 სპეციალური უბანი.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 497 345-ია.
სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების რაოდენობა 6045, გადასატანი ყუთით კი 74550 ამომრჩეველი ისარგებლებს.
ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2068 წევრს (როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით) და 64 მერს.
ამომრჩევლებს გადაეცემათ სამი სახის მერის, მაჟორიტარული და პროპორციული საარჩევნო ბიულეტენი.
დღეს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.