ქუთაისის მე 40 უბანზე მისული ამომრჩეველი სპეც, სიაში აღმოჩნდა.
მას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. როგორც ია კვეიძე ამბობს, ის ერთ ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობს, კოვიდი 6 თვის წინ გადაიტანა და გაურკვეველია, რატომ აღმოჩნდა სპეც. სიაში.
მე-40 უბნის კომისიის თავმჯდომარის, ედიშერ კვირიკაძის თქმით, ამომრჩეველი რეანიმაციული განყოფილების მედდაა და ის კლინიკამ დაარეგისტრირა სპეციალურ სიაში.
“ქალბატონი მის სამუშაო ადგილზე, გადასატანი ყუთის საშუალებით მისცემს ხმას” ამბობს უბნის კომისიის თავმჯდომარე. ია კვეიძისთვის სამედიცინო დაწესებულებიდან ამის შესახებ არავის უცნობებია.