ქუთაისის მერია სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამას აგრძელებს.
ქუთაისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით მეთორმეტე კლასელელ აბიტურიენტთა მომზადება ოთხ სასკოლო საგანში მოხდება.
მერის მოადგილე ირაკლი ქარქაშაძე დღეს პროექტის მეორე ეტაპის მონაწილეებს და მათ მშობლებს შეხვდა.
” ქუთაისის მუნიციპალიტეტმა 2021 წლის მარტიდან დაიწყო საგანმანათლებლო პროექტი მეთორმეტე კლასელებისთვის, დაინტერესება დიდი იყო.პროგრამის მონაწილეთა უმრავლესობამ, წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები და სასურველი უნივერსიტეტების სტუდენტები გახდნენ. ამიტომაც , ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაგრძელოთ ეს პროექტი და დავეხმაროთ სწავლის მსურველ ახალგაზრდებს, სათანადოდ მოემზადონ სასკოლო საგნებში. “- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.