ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები 2 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ.

ცესკოში ამ გადაწყვეტილებას 21 სექტემბერს ეყარა კენჭი.

“დღეს მეორეჯერ გამოვიდა ეს საკითხი კომისიის სხდომაზე და უკვე მოიპოვა ამ საკითხმა შესაბამისი მხარდაჭერა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული კოვიდინფიცირებული პაციენტები შეძლებენ მერისა და პროპორციული წესით ასარჩევი ბიულეტენების გამოყენებას და თავისი საარჩევნო უფლების რეალიზებას”, — თქვა ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძემ.

ცესკო-ს განცხადებით, ე.წ. კოვიდ უბნები 73-ივე ოლქში გაიხსნება.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *