მართლმადიდებელი ეკლესია დღეს 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს.
საზეიმო ლიტურგია დღეს საქართველოში ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა.
ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ წირვა გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძარში აღავლინა.
ღვთისმშობლის შობა 12 საუფლო დღესასწაულთა შორის ერთ-ერთია.
საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, ღვთისმშობელი მარიამი გალილეის ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, დედა მართალი ანა- პირველი მღვდელმთავრის აარონის შთამომავალი.