,,ჟურნალისტთა ქსელმა გენდერული თანასწორობისთვის” ქუთაისელ ახალგაზრდებთან საარჩევნო თემატიკაზე შეხვედრა გამართა.
ორგანიზაციის იმერეთის კოორდინატორი, ქეთევან ბერძენიშვილი შეხვედრის მონაწილეებს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მათი ჩართვის მნიშვნელობაზე ესაუბრა.
,, გადავწყვიტეთ შევხვედროდით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ამ არჩევნებზე პირველად აძლევენ ხმას ან ნაკლები გამოცდილება აქვთ საარჩევნო პროცედურების გავლის. ვესაუბრეთ როგორ უნდა მისცენ ხმა, მითუმეტეს, კოვიდის გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესში მათი მონაწილეობა. პროექტი, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს, მოიცავს გენდერულ თემატიკაზე ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდებას, ვისაუბრეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ქალების ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში. მართალია, დღევანდელ შეხვედრაზე ვაჟები ჭარბობდნენ, მაგრამ საჭიროა, სწორედ მათ იცოდნენ, რატომ არის მნიშვნელოვანი ქალების მონაწილეობა პოლიტიკაში,”-ამბობს ქეთევან ბერძენიშვილი.
შეხვედრა პროექტის ,,მეტი ქალის ხმა” ფარგლებში განხორციელდა.