ქალაქის სხვადასხვა უბნებში ნაგვის გატანას აგვიანდება და მოსახლეობა ანტისანიტარიაზე ჩივის.
“სანამ რაიმე უბედურება დაგვემართება, ხომ შეიძლება მოგვაქციონ ყურადღება და დროულად გაიტანონ ნაგავი?!” – ამბობენ მაცხოვრებლები.
მათი თქმით, ბოლო პერიოდში გახშირდა ასეთი შემთხვევები და ააიპ “სპეციალური სერვისების” მანქანებს ნარჩენები დროულად არ გააქვთ.
“სპეცსერვისების” ხელმძღვანელი გიორგი მჟავანაძე კი პრობლემის მიზეზად, ტექნიკის დაზიანებას ასახელებეს. ის ამბობს, რომ მწყობრიდან გამოსული ტექნიკის მუშა მანქანებით ჩანაცვლება ერთ კვირაში დასრულდება და დასუფთავების კუთხით არსებული პრობლემები აღმოიფხვრება.
“დაზიანდა სპეციალური ტექნიკა. მიმდინარეობს მწყობრიდან გამოსული ტექნიკის მუშა მანქანებით ჩანაცვლება და პარალელურად, დაზიანებულების შეკეთება. პროცესი დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კონკრეტულ უბანში შესვლა შესაძლოა დაუგვიანდეს დასუფთავების მანქანას, თუმცა ისე არ მოხდება, რომ მოსახლეობა სერვისის გარეშე დარჩეს,”- ამბობს “სპეციალური სერვისების” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მჟავანაძე.