საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სახელმწიფოსა და მშენებელ კომპანია “ენკა რენუებლზ-ს” შორის გაფორმებული ნამახვანჰესის მშენებლობის კონტრაქტის შესწავლის მიზნით,

 

საერთაშორისო კომპანია “CMS Cameron McKenna Nabarro Olswang LLP” გამოავლინა. ინფორმაციას „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.

იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნული კომპანია, სხვა მომსახურების კომპანიებისგან განსხვავებული, დაბალი ფასის გამო შეირჩა.

სამინისტროს განმარტებით, კომპანიამ  ხელშეკრულების სამართლებრივი ანალიზი უნდა მოახდინოს და  საერთაშორისო პრაქტიკას შეადაროს.

სამინისტროს ცნობით, CMS-ს აქვს დიდი გამოცდილება განახლებადი ენერგიის სფეროში მთელს ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ.

“უნდა აღინიშნოს, რომ CMS გააჩნია ხანგრძლივი და ფართო გამოცდილება განახლებადი ენერგიის სფეროში მთელს ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ. მათი გამოცდილება მოიცავს ენერგეტიკული პროექტების ფართო სპექტრს, ჰიდროენერგეტიკის (Hydropower) ჩათვლით. კომპანია, ასევე, ჩართული იყო მეზობელ ქვეყნებში განხორციელებულ ენერგეტიკულ პროექტებში (აზერბაიჯანი, რუსეთი)”, – წერია სამინისტროს წერილში.

სამინისტროს თანახმად, კონტრაქტის შესწავლაზე იმუშავებს კომპანიის ლონდონის ოფისის გუნდი.

კომპანია პროექტის სამართლებრივი ასპექტების შესასწავლად წარმოდგენილია ენერგეტიკის სფეროში მაღალკვალიფიციური თანამშრომლებისაგან რომლებიც, ასევე, არიან CMS პარტნიორებიც.

ამ ეტაპზე, „ნამახვანის“ ჰიდროელექტროსადგურების კასკადისმშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ“ ხელშეკრულების შესწავლასთან დაკავშირებულ სამუშაოებს ასრულებს კომპანიის CMS -ს ლონდონის ოფისის გუნდი, რომლებსაც მოცემულ სფეროში მდიდარი გამოცდილება გააჩნიათ”, – წერია განცხადებაში.

კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია 44 ქვეყანაშია წარმოდგენილი და 5000-ზე მეტ იურისტს აერთიანებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *