ქუთაისში არსებულ ,,ასოციაცია ქალები რეგიონების განვითარებისთვის’’

და მასთან არსებულ ,,ქალთა კლუბის’’ საქმიანობის შესახებ ფილმის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება თბილისში, კინოთეატრ ,,ამირანში’’ მოეწყო. ასევე გაიმართა ჟურნალის ,,საქმიანობის მოკლე ანგარიში 2006-2020 წლების შესახებ’’ პრეზენტაცია, რომელიც ,,ქალთა კლუბის’’ საქმიანობას ასახავს.

 

,,ყოველ წელს კლუბს სხვადასხვა პრიორიტეტი აქვს: იყო განათლების წელი, კულტურულ-შემოქმედებითი, გარემოსდაცვითი, ქართული-ფრანგული ურთიერთობების, სოლიდარობის და სხვა მიმართულების წლები. 2021 ჯანმრთელობის წლად გამოვაცხადეთ და კლუბის თავმჯდომარედ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სოფო ბაძგარაძე ავირჩიეთ. მიუხედავად იმისა, რომ კლუბს ყოველ წელს სხვადასხვა თავმჯდომარე ჰყავს და სხვადასხვა პრიორიტეტი აქვს, რაც ყველა წელს აერთიანებს-ეს არის სოციალური თემატიკა, ქველმოქმედება. ვეხმარებით სოციალურად დაუცველებს.  ჩვენი საქმიანობის შესახებ დღეს თბილისელი საზოგადოების წინაშე წარვსდექით. ეს ღონისძიება 2020 წლის მარტში იყო დაგეგმილი, მაგრამ პანდემიის გამო გადაიდო,’’-ამბობს ,,ქალთა კლუბის’’ პრეზიდენტი, მაკა ხეცურიანი.

ღონისძიებაზე ,,ქალთა კლუბმა’’ ასევე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა სამ ორგანიზაციასთან: საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ფარმაცევტულ კომპანია ,,მერმისთან’’ და სამედიცინო სამართლის ასოციაციასთან.

გარდა ქუთაისისა, ქალთა კლუბი ფუნქციონირებს ბათუმსა და ზუგდიდში. 2022 წლისთვის იგეგმება ორგანიზაციის ოფისის გახსნა თბილისშიც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *