დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში ინდური შტამის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მისი თქმით, შესაძლებელია ეს ციფრი გაიზარდოს და ქვეყანაში დელტა შტამის ცირკულაცია 10-დან 20 პროცენტამდე მერყეობდეს.
ინდური შტამის გავრცელება მსოფლიოში უფრო და უფრო მასშტაბური ხდება. ის 80-ზე მეტ ქვეყანაშია დაფიქსირებული. სხვადასხვა პროგნოზების მაჩვენებლით, ასევე ჩვენი მოდელირებით, დაახლოებით, 10-20 პროცენტამდეა შესაძლო ამ შტამის გავრცელება,’’-ამბობს ამირან გამყრელიძე.
ის საზოგადოებას რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
საქართველოში ჯამში ინდური შტამის 27 შემთხვევა დადასტურდა.