Ნამოხვანჰესის მშენებელი კომპანია
“ენკა” განცხადებას ავრცელებს. “Ენკაში” განმარტავენ, რომ კომპანია ტექნიკის დასაწყობებასა და სამუშაოების შეჩერებას არ აპირებს. Ის არც ქვეყანას დატოვებს და არც საინვესტიციო ვვალდებულებებზე იტყვის უარს.
“სოციალურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კომპანია “ენკამ” ტექნიკა დაასაწყობა და მუშაობა შეაჩერა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
კომპანია არ აპირებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტის- “ნამახვანჰესის” გაჩერებას, საინვესტიციო ვალდებულებებზე უარის თქმას და ქვეყნიდან გასვლას.
ასევე, კომპანია მზადაა პროცესით დაინტერესებულ ყველა მხარეს მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია პროექტის შესახებ,”-აცხადებენ “ენკაში”.
Რიონის ხეობის მოსახლეობა თვეებია კარვებში ღამეს ათევს. Ისინი ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და მოითხოვენ, კომპანიამ ტერიტორია დატოვოს. Აქციების ორგანიზატორების თქმით, გიგანტური ჰესი მათს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის.
Რამდენიმე დღის წინ კომპანიამ ხეობაში საწვავი პოლიციის ძალით შეიტანა.