,,რიონის ხეობის მცველებმა” გუმათიდან ქუთაისის
მიმართულებით მსვლელობა მოაწყვეს. ისინი ,,ენკას” ოფისთან შეიკრიბნენ და საყვირის ხმით ნამოხვანჰესის მშენებლობა გააპროტესტეს, შემდეგ ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან გადაინაცვლეს. მოძრაობის წევრები აცხადებენ,რომ თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამენ და თავიან თუ ინტერესების დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
,,ჩვენი მიზანი ფართომასშტაბიანი აქციები და ქალაქების პიკეტირება არ ყოფილა, გვინდოდა საკითხი დიალოგის გზით გადაგვეწყვიტა. ვერ იტყვის ვერავინ,რომ ჩვენი მხრიდან დიალოგის პროცესს რაიმე დააკლდა. ბევრჯერ გვქონდა შეხვედრა მთავრობის წარმომადგენლებთან. შაბათს კიდევ გვაქვს შეხვედრა. ჩვენს მთავარ მოთხოვნებს ისევ გავაჟღერებ: რიონის ხეობაში ბარიკადების აღება, სპეცრაზმის ხეობიდან გასვლა და სამუშაოების შეწყვეტა. თუ ამ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ, პროტესტი რადიკალურ ზომებს მიიღებს.ჩვენ სისხლის უკანასკენლე წვეთამდე ვიბრძოლებთ.ისევ გაიმართება საპროტესტო აქციები და გადავკეტავთ გზას, ენკას არ შევუშვებთ ხეობაში. მათ ნელ-ნელა უთავდებათ საწვავი და თუ არ შევუშვებთ,თუ არ მივცემთ გადაადგილების საშუალებას, ისინი სამუშაოებს ვეღარ გააგრძელებენ. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ”-ამბობს ,,რიონის ხეობის მცველი” ვარლამ გოლეთიანი.
უკვე 223 დღეა, ადგილობრივები და სამოქალაქო აქტივისტები რიონის ხეობაში გიგანტური ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.