1-Ლ ივნისს ბავშვთა დაცვის
საერთაშორისო დღე აღინიშნება. Ამ დღესთან დაკავშირებით ქუთაისში რამდენიმე ღონისძიება მოეწყობა.
1-დან 4 ივნისის ჩათვლით გაბაშვილის პარკში მერიის დაფინანსებით საბავშვო ატრაქციონები იფუნქციონირებს. Ატრაქციონები ღია 12:00 დან 20:00 საათამდე იქნება.
12:00-13:30 სთ- თოჯინების თეატრის ეზოში მოეწყობა სპექტაკლის ჩვენება “ქაღალდის ჩიტი”.
12:00 საათზე ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში გაიმართება ნორჩ მხატვართა პლენერი “ჩემი ქუთაისი”.
13:00 საათზე ცენტრალურ ბუვარში თეატრალური სტუდია “მოდუსის” წარმოდგენა.
14:00 საათზე ცენტრალურ ბულვარში ნიღბების თეატრის წარმოდგენა “მხიარული ჯამბაზები”.
Ღონისძიებები 17:00 საათზე, ცენტრალურ ბულვარში ადგილობრივი საბავშვო ჯგუფების კონცერტით აღინიშნება.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დააწესა 1949 წლის ნოემბერს ქალთა საერთაშორისო დემოკრატიულმა ფედერაციამ. 1950 წლიდან აღინიშნება ყოველწლიურად 1 ივნისს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მისი მიზანია მსოფლიოს საზოგადოებრივი აზრის მობილიზება ახალი ომის საშიშროებისაგან ბავშვთა დასაცავად, ზრუნვა მათი ჯანმრთელობისა და დემოკრატიული აღზრდა-განვითარებისათვის.