Რიონის ხეობის “მცველები” ხეობაში
დაბრუნდნენ. Ისინი თბილისიდან კოლონებით გამოემართნენ. რიონის ხეობის “მცველები” ორ ნაწილად გაიყვნენ და მათ ხეობის შესასვლელები გადაკეტეს. Ხეობის “მცველი” ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ხეობა სრულად ბლოკირებული იქნება კომპანია “ენკასთვის”, მოსახლეობას კი გადაადგილება არ შეეზღუდება. მისივე განმარტებით, ხეობა ჩაიკეტება მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
“Ჩვენ არავისზე იერიში არ მიგვაქვს, ვმოქმედებთ მშვიდობიანად. Ჩვენ სხვა არაფერი დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ ფიზიკურად დავდგეთ აქ და არ მივცეთ მათ შესაძლებლობა, რომ კომპანიამ გააგრძელოს სამუშაოები,”-თქვა გოლეთიანმა.
Გუმათში ჩასულ აქტივისტებს კვლავ რკინის ბარიკადები დახვდათ.
Თბილისში საპროტესტო გამოსვლები 4 დღის განმავლობაში იმართებოდა.