Ნამოხვანჰესის მშენებლობის
წინააღმდეგ თბილისში აქცია მიმდინარეობს. Რიონის ხეობის მცველები და აქტივისტები რესპუბლიკის მოედანზე არიან შეკრებილები. Მათ მხარდამჭერები სხვადასხვა ქალაქებიდან და მუნიციპალიტეტებიდან შეუერთდნენ.
Აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცლელია, რომ შეწყდეს ჰესის მშენებლობა. Ასევე, გადადგეს ეკონომიკის მინისტრი და დაისაჯოს ხეობის გადაცემის დოკუმენტზე ხელის მომწერი პირები.
“პასუხისმგებლობის საკითხი დგება ნათია თურნავასა და ყველა იმ პირთან დაკავშირებით, ვინც ხელს აწერს დოკუმენტებს. Ხელისუფლებამ უნდა აღიაროს, რომ დასასჯელი არიან პირები, Ვისაც ხეობის გადაცემაზე ხელი აქვს მოწერილი,”-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
Ხეობის მცველები პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ტრიბუნასთან მისვლის საშუალებას კვლავ არ აძლევენ.
“Ეს არის სახალხო მოძრაობა და არც ერთი პარტიული პერსონა ჩვენთან არ დადგება. Თუ ვინმე ჩათვლის, რომ მოქალაქეობრივი ვალდებულება უნდა გამოხატოს, დადგეს ხალხის უკან,”-ამბობს ვარლამ გოლეთიანი.
Რიონის ხეობის მცველები აქციაზე შეკრებილებს მონაცვლეობით მიმართავენ.
“Გვეგონა, რომ ხელისუფლება გაიაზრებდა ჩვენს ძალას და არ მოგვიყვანდა აქამდე. Დღეს დავტოვეთ სოფლები და გამოვემართეთ ქალაქში, რომ ერთად მოვაგვაროთ პრობლემა. Თუ ერთმანეთს ხელი არ ჩავკიდეთ, ყველა ერდროულად გადავიჩეხებით უფსკრულში,”-მიმართა შეკრებილებს მაკა სულაძემ.