ქუთაისში სააღდგომო ნობათების გაცემა

დაიწყო. სასურსათო კალათას ქალაქში მცხოვრები 4 000 ბენეფიციარი მიიღებს. ნობათები სოციალურად დაუცველებზე, მარტოხელა და მრავალშვილიანი დედებზე, სოციალურ საცხოვრისში მცხოვრებებსა და მადლიერების სახლის ბენეფიციარებზე მიმდინარეობს. პროდუქტები სპორტის სასახლეში გაიცემა.

ნობათების შემადგენლობაში შედის 1 ცალი გაყინული ქათამი, 2 კგ შაქარი, 1 ცალი შედედებული რძე, 1 ლიტრი ზეთი, 1 კგ შოკოლადის კანფეტი, ნაღების კარაქი, კვერცხი, პურის ფქვილი, მაიონეზი, პასკა.

ნობათების შეძენაში მერიამ 188 760 ლარი დახარჯა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *