გუმათში დამატებითი კარვები გაიშლება. ამის შესახებ რიონის
ხეობის “მცველმა” ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.
“გავშლით დამატებით კარვებს და შევცვლით რეჟიმს, რადგან 23 მაისამდე კვლავ გუმათში უნდა ვიყოთ და გვჭირდება გარკვეული რეჟიმის შემუშავება, რომ არ მოხდეს პოლიციის მხრიდან დაძაბვა და პროვოცირება. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავაძლიეროთ კონტროლი ადგილზე და ვუზრუნველყოთ პროტესტის მშვიდობიანი გაგრძელდება,”-განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.
აღდგომის დღესასწაულების ჩავლის შემდეგ კი აქტივისტები აქციების სხვადასხვა ქალაქებში ჩაატარებენ, 23 მაისს კი თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართება.
6 თვეა, რიონის ხეობის მოსახლეობა კარვებში ღამეს ათევს და ნამოხვანჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება. იმართება საპროტესტო აქციები.