22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ის მსოფლიოში
ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომლშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. 360. ორგ-ის წარმომადგენელი საქართველოში ნუგზარ კოხრეიძე ამბობს, რომ ამ დღეს საზოგადოება კიდევ ერთხელ იხსენებს, რომ დედამიწაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მიმდინარე კლიმატური ცვლილებების ფონზე. მისივე თქმით, კლიმატის ცვლილებებს ყველა აღიარებს, მაგრამ მასთან საბრძოლველად შემხვედრი ნაბიჯები არ იდგმება.
“ნამოხვანჰესი არის ერთ-ერთი ისეთი მაგალითი, სადაც ჩვენ კვლავ გავდივართ იმ ხაზზე, თუ კლიმატის ცვლილებები როგორ გავლენას მოახდენს ამ კონკრეტულ პროექტზე, სადაც პასუხი არ გაგვაჩნია. კლიმატის ცვლილებები ახდენს გავლენას წყლის რესურსებზე, რომელიც არ არის საქართველოშიო შესწავლილი და ჩვენ არ ვიცით ეყოფა თუ არა წყალი ნამოხვანჰესს, რიონზე ასევე განლაგებულია ბევრი სხვა ჰესი. კლიმატის ცვლილებები გავლენას ახდენენ ნიადაგზე, ჰაერის შემცველობაზე, სოფლის მეურნეობასა და ა.შ. ყველაზე დიდი პრობლემა კი ამ პროექტში არის კომუნიკაციის არ ქონა. გამოსავალი არის იმაში, რომ უნდა მოხდეს შეთანხმება როგორი არის ჩვენი ხედვა, ენერგეტიკის სფეროში უნდა შეიქმნას შესაბამისი სტრატეგია, გამოვლინდეს არსებული რესურსები და მათი გამოყენების გზები. მეორე გზა არის რესურსების დიფერენცირება, რომ გამოსავალი არა მხოლოდ ჰიდრორესურსებში, არამედ ალტერნატიულ რესურსებშიც ჩანდეს,”-განაცხადა ნუგზარ კოხრეიძემ.
საქართველო “დედამიწის დღეს” 1990 წლიდან სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებით აღნიშნავს.