გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის

დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წყალტუბოს, ამბროლაურისა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს.

მოქალაქეებმა, ჯამში 120 კუბურ მეტრამდე ქვიშა-ხრეში, სპეციალური ტექნიკით (ესკავატორები) უკანონოდ და ლიცენზიის კონტურს გარეთ მოიპოვეს.

დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სპეციალური ტექნიკა და სატვირთო ავტომანქანა დალუქეს, სამართალდამრღვევების მიმართ კი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმები შეადგინეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *