საქართველოში ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
ქუთაისში ქალაქური ტიპის ტურიზმი ვითარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ქუთაისი პოზიციონირებს როგორც ქალაქი და მთისა და ზღვის კურორტებისგან განსხვავებით, მას სეზონი არ გააჩნია. დამთვალიერებელი მას წელიწადის ნებისმიერ დროს უნდა სტუმრობდეს, თუმცა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ტურისტული სეზონის დასახვედრად სამზადისი ქუთაისშიც შეინიშნება. ერთი წლის წინ შეწყვეტილი რეგულარული ავიამიმოსვლა ქუთაისის აეროპორტში 18 აპრილიდან განახლდა. ფრენების განახლების პარალელურად სიახლეებია ქუთაისის, როგორც ბრენდის პოპულარიზაციის კუთხით. Როგორც იმერეთის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე მარი დევიძე ამბობს, გასული ერთი წლის განმავლობაში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა, რათა ქუთაისი ცნობადობა გაზრდილიყო და ასევე ქალაქი ტურისტებს მეტად მომზადებული დახვედროდა.
,,აეროპორტშივე გავხსენით ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, სადაც
ტურისტს ქუთაისის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდიან. ასევე გასაფრენ ოთახში მოწყობილია ფოტოზონა, სადაც ვიზიტორებს სამახსოვრო სურათების გადაღება შეუძლიათ,’’-ამბობს მარი დევიძე.
ასევე ქუთაისისა და dmo imereti-ს გვერდზე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოიპოვოს ინფორმაცია ქუთაისის შესახებ. გვერდებზე ასევე განთავსებულია ანიმაციები, სადაც დეტალურადაა აღწეილი ამა თუ იმ ადგილის შესახებ და ქუთაისში მოგზაურობის მსურველებს სამოგზაურო რეკომენდაციების მიღება შეუძლიათ.
,,გარდა ამისა, ქალაქში განთავსებულია სპეციალური რუკები, რომლის მეშვეობით ტურისტებს ქალაქის და მის ღირსესანიშნაობების შესახებ ინფომაციას მივაწვდით. მუდმივი კონტაქტი გვაქვს თბილისში და ბათუმში ტურისტულ კომპანიებთან, რათა მათ ჰქონდეთ და გაავრცელონ ინფრმაცია იმერეთის შესახებ’’-ამბობს მარი დევიძე.
ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები 18 აპრილს განახლდა. პირდაპირი ავიარეისები “ვიზეარმა” განაახლებს. რეისები ვილნიუსისა და ვარშავის მიმართულებით შესრულდა. მაისიდან კი კომპანია მიმოსვლას რიგისა და დორტმუნდის მიმართულებით დაიწყებს.
გარდა ამისა, საქართველოს ბაზარზე ოპერირებას დაბალბიუჯეტიანი ყაზახური ავიაკომპანია “ფლაიარისტან” იწყებს. პირდაპირი ფრენები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2 მაისიდან, ყაზახეთის სამი ქალაქის მიმართულებით შესრულდება, ესენია: აქტაუ, ატირაუ და ნურ-სულთანი.
კოვიდ 19-ის პანდემიის გამო რეგულარული ავიამიმოსვლა გასულ წელს შეწყდა.