ნამოხვანისკენ მიმავალ გზაზე პოლიციამ რკინის ბარიკადები აღმართა,

რამაც აქციის მონაწილეების უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი პროტესტის ნიშნად  ბარიკადებს ხელებს ურტყამენ და ბლოკპოსტის აღებას ითხოვენ.

 

,,ხელისუფლება ჩვენი პროტესტის ჩახშობას ყველანაირი გზით ცდილობს.   დღეს ხმაურიც აგვიკრძალეს. ვეუბნებით წარმოგვიდგინონ კანონი, რომლის საფუძველზეც არ შეიძლება ჯებირს ხელი დავარტყათ, მაგრამ ვერ წარმოგვიდგინეს. ეს არ არის კანონდარღვევა. ყველანაირი კონსტიტუციური უფლება გამოხატვისა გვაქვს შეზრუდული. ხელისუფლება რეპრესიულ გზას მიმართავს. ცდილობს დათრგუნოს ხალხი, მაგრამ ჩვენი პროტესტი გრძელდება,’’-ამბობს ,,რიონის ხეობის მცველი”, ვარლამ გოლეთიანი.

გუშინ პოლიციასა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. დაკავებულია 6 აქტივისტი.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *