ქუთაისელმა ელექტრიკოსმა საწარმოო ტრავმვის მიღებიდან
32 წლის შემდეგ სასამართლო მოიგო. მის ინტერესებს სასამართლოში საიას ქუთაისის ფილიალი იცავდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, ელექტრიკოსმა ტრავმა 1989 წელს მიიღო და დაენიშნა შესაბამისი ყოველთვიური ანაზღაურება. წლების განმავლობაში, ყოველთვიური ანაზღაურების გადაანგარიშება არ ხდებოდა ელექტრომონტიორის პოზიციაზე ამჟამინდელი ანაზღაურების შესაბამისად და ყოველთვიურად მხოლოდ 60 ლარს შეადგენდა.
“თბილისის საქალაქო სასამართლოში დავა დაზარალებულის სასარგებლოდ გადაწყდა. მოპასუხე სს ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას” დაზარალებულის სასარგებლოდ მიუღებელი სარჩოს – 17 280 ლარის გადახდა დაეკისრა. ასევე, მოპასუხეს დაეკისრა დაზარალებულის საპენსიო ასაკის მიღწევამდე, მისთვის ყოველთვიურად გაზრდილი ოდენობით სარჩოს -550 ლარის გადახდა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში გაასაჩივრა, თუმცა, გადაწყვეტილება არ შეცვლილა და შევიდა კანონიერ ძალაში,”-აცხადებენ საიაში.