ქუთაისში, ერთწლიანი პაუზის შემდეგ არასამთვარობო ორგანიზაციების საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე ორგანიზაციებმა პანდემიის პირობებში თავიანთი საქმიანობების შესახებ ისაუბრეს.

 

,,ვისაუბრეთ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პირობებთან ადაპტაცია და საქმიანობის გაგრძელება. მნიშვნელოვანია სწრაფი რეაგირება, რათა ჩვენი აქტივობები არ შეიზღუდოს. ვისაუბრეთ მომავლის გეგმებზეც. ჩვენმა ორგანიზაციამ გააცნო კოლეგებს ჩვენი ერთწლიანი საქმიანობის შესახებ. მნიშვნელოვანი იყო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი და შემდგომი პროცესები, სამართლიანი არჩევნები მზადაა მონიტორინგი გაუწიოს 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებს,’’-ამბობს ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების რეგიონალური ხელმძღვანელი.

,,ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. მნიშვნელოვანია არასამათავრობიებმა ერთმანეთს გავაცნოთ ჩვენი საქმიოანობა, რათა დავსახოთ ერთობლივი გეგმები,”-ამბობს იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია ,,თანხმობა”-ს იმერეთის რეგიონის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ლეილა აშორდია.

არასამთავრობოთა შეხვედრები ყოველთვიურად გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *