კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების
ჩატარება დღეიდან იწყება. Პირველ ეტაზე ვაქცინა სამედიცინო პერსონალს გაუკეთდება. Ვაქცინაცია ჩატარდება ქუთაისშიც. ვაქცინაციის პროცესი ინტერვენციული მედიცინის ცენტრში 10:00 საათზე დაიწყება.
“ასტრაზენკას” ვაქცინა დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოში 13 მარტს მიიტანეს. Მიტანილ ვაქცინას შორის იმერეთისთვის 5 550 დოზაა გამოყოფილი.
ვაქცინაცია იმ ცენტრებში ჩატარდება, რომლებიც რეგისტრირებულია ვაქცინაციის მიმწოდებელ ცენტრებად.
სულ საქართველომ ჯამში 43 200 დოზა ვაქცინა მიიღო.