ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე საპროტესტო აქცია გრძელდება.

აქციის მონაწილეები ნამოხვანჰესის მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ. დღეს შეიქმნება ჯგუფები, რომლებიც ხვალიდან ნამოხვანში გადაინაცვლებენ და კომპანია,, ენკას” სამუშაოების განახლების საშუალებას არ მისცემენ.
,, თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ხელისუფლებას ეს ძვირად დაუჯდება” – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა. აქციის მონაწილეების თქმით, თუ კომპანია,, ენკა” რიონის ხეობას არ დატოვებს, მომდევნო აქციას თბილისში გამართავენ და მოთხოვნები გაცილებით რთული იქნება.
,, ჩვენ მშვიდობიანად მოვიგებთ ომს, ჰესის აშენების უფლებას არავის მივცემთ, ”-ამბობს ვარლამ გოლეთიანი.
აქციის მონაწილეები ასევე იწყებენ ხელმოწერების შეგროვებას იმის შესახებ, რომ შეწყდეს რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *