ავტობანზე საპროტესტო აქცია გრძელდება. მოსახლეობა საწვავის
გაზრდილ ფასს აპროტესტებს. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რის გამოც მაგისტრალზე მოძრაობა ნაწილობრივ შეფერხდა.
მოქალაქეების მოთხოვნაა, აღნიშნულ საკითხზე მათთან კომპეტენტური პირი მივიდეს მოსალაპარაკებლად.
,,საწვავის ფასი ძალიან დიდია, ეს კატასტროფაა. მოვითხოვთ ხელისუფლების წარმომადგენლები მოვიდნენ აქციაზე და თქვენთან, ჟურნალისტებთან ერთად ვისაუბროთ ამ თემაზე,” – ამბობს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი ლოლაძე.
აქციას სხვადასხვა რეგიონიდან უერთდებიან.
აქციის დროს პოლიციამ ერთი აქტივისტის დაკავება სცადა, რა დროსაც აქტივისტი ცუდად გახდა.