კვლავ დაპირისპირება იყო რიონის
multicat=36 ხეობაში. ტერიტორიაზე, სადაც ნამახვანჰესი შენდება, ადგილობრივები სამშენებლო ტექნიკას გავლის საშუალებას არ აძლევდნენ. აღნიშნულს სამართალდამცველებსა და მოსახლეობას შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ადგილზე სიტუაციის დაძაბვა კომპანიის მენეჯერის გამოჩენამაც გამოიწვია, რომელიც თურქულ ენაზე მათ შეურაცხყოფას აყენებდა. მოსახლეობა ამბობს, ძალის დემონსტრირება ვერ შეაშინებთ და მშენებლობა ყოველთვის სამართალდამცველების დახმარებით ვერ გაგრძელდება.
“ეს შეხლა-შემოხლა სამუშაო ადგილზე ტრაქტორის შემოყვანას მოყვა. დაახლოებით 300 პოლიციელია ადგილზე მობილიზებული. ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ, თუმცა, ვრჩებით ადგილზე. დაპირისპირების შედეგად არავინ დაშავებულა,”-ამბობს ადგილობრივი, ვარლამ გოლეთიანი.
მოსახლეობა მორიგ საპროტესტო აქციას გეგმავს. ისინი კვირას, სოფელ ოფურჩხეთში, 13:00 საათზე შეიკრიბებიან.
თვეებია, რიონის ხეობის მოსახლეობა ჰესებს მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მშენებლობის შემთხვევაში მათს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. სამუშაოებს თურქული კომპანია “ენკა” ახორციელებს.