სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებსაც სამართალდამცველები სოფელ ნამოხვანში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ, აქცია გამართეს და გზა გადაკეტეს.
ისინი რიონის ხეობაში შესვლის უფლებას ითხოვდნენ. რამდენიმე აქტივისტი გზის სავალ ნაწილზე დაწვა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა აქტივისტები რიონის ხეობაში შეუშვეს.
უკვე 120 დღეა ადგილობრივები სოფელ ნამოხვანში კაშხლის მშენებლობას აპროტესტებენ. აქტივისტებს რიონის ხეობაში საპროტესტო კარვები აქვთ გაშლილი.