ჭიათურაში “კვირას” იმერეთის ბიუროს თანამშრომლებს
თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა ოპერატორს ფიზიკური, ხოლო მძღოლსა და ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. გადამღები ჯგუფი ჭიათურის ერთ-ერთ სოფელში სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.
სავარაუდოდ, უცნობი პირები ნასვამები იყვნენ.
“ვიყავით ჭიათურაში გადაღებაზე. სავარაუდოდ, ორი ნასვამი კაცი მოვიდა. მოგვაყენა შეურაცხყოფა. მიზეზი ალბათ ის იყო, რომ ჟურნალისტები ვიყავით და ალბათ ჟურნალისტების მიმართ აგრესია ჰქონდა. სხვა მიზეზი არ იყო, რადგან ჩვენი რესპოდენტები არ იყვნენ და შეხება არ გვქონდა. ამის ამსახველი ვიდეომასალა გვაქვს და მივიტანეთ პოლიციაში,”-ამბობს ჟურნალისტი ანუკი ლიპარიშვილი.
მომხდარზე გადამღები ჯგუფის წევრებმა პოლიციას მიმართეს. ისინი დაკითხვაზეც იმყოფებოდნენ.