Ქუთაისში სავაჭრო ცენტრ “გრანდ მოლის”
მოვაჭრეებმა დროებით მუშაობა შეაჩერეს და სა
პროტესტო აქცია გამართეს. Ისინი გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვენ. Მოვაჭრეები ამბობენ, რომ გარემოვაჭრეების გამო ტერიტორიაზე გადაადგილება შეუძლებელია. Ასევე, ნადგურდება შენობის ფასადი. Აქციის მონაწილეები შესაბამის უწყებებს რეაგირებისაკენ მოუწოდებენ.
“არ რეაგირებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, მუხედავად იმისა, რომ პრობლემის შესახებ იციან. Ქალაქის მერს რეაქცია არ აქვს, რა ხდება ქალაქში. Მას ჰქოგია, რომ ქალაქი არის მხოლოდ ბაღის კიდე, ქალაქი არის ჭავჭავაძეც. Საშველი ხომ უნდა დაადგეს ქალაქს, არც ერთი დღე არ არ არის, რომ აქ გაშლილი არ იყოს დახლები. Ჩვენ ვიხდით გადასახადებს, ისინი არა. ვიცავთ ჩვენს უფლებებს, მოგვეცით მუშაობის საშუალება,”-ამბობენ აქციის მონაწილეები.