Კომპანია, რომელიც ნამოხვანჰესს
Აშენებს, განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ პროექტი კანონის დაცვით ხორციელდება და უსაფრთხოების ნორმები დაცულია. კომპანიის განცხადებაში ასევე წერია, რომ ისინი დიალოგზე მზაობას გამოთქვამენ, თუმცა, აღნიშნული ნეგატიურად განწყობილი ჯგუფების გამო ვერ ხერხდება. Მათივე თქმით, კარვები კომპანიის კუთვნილ ტერიორიაზეა გაშლილი.
“Კომპანიას, საინვესტიციო ვალდებულების ფარგლებში, აღებული აქვს პასუხისმგებლობა, როგორც პროექტის წარმატებით განხორციელებაზე, ასევე 1600-მდე საქართველოს მოქალაქის დასაქმებაზე და სხვადასხვა სოციალურ პროექტებზე. ინვესტორი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება აღებულ ვალდებულებებს და დღემდე პირნათლად აქვს შესრულებული თითოეული მათგანი. სახელმწიფოს კი, თავის მხრივ, ეკისრება პასუხისმგებლობა პროექტის დათქმულ ვადებში განხორციელების მიზნით, უზრუნველყოს ინვესტორის უფლებების დაცვა.
Შესაბამისად, ჩვენ მივმართეთ სათანადო უწყებებს კანონით გათვალისწინებული მხარდაჭერის მიღებისთვის და მივესალმებით მათი მხრიდან დაკისრებული მოვალეობის შესრულების ფაქტს.
პროექტის განხორციელებისთვის ხელის შეშლა მიუღებელია, რადგან ეს დაკავშირებულია სოლიდურ მატერიალურ ზიანთან, რომ არაფერი ვთქვათ ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის მიმართ ნდობის დაკარგვის რისკზე და სამომავლო იურიდიულ გართულებებზე,”-ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
Რიონის ხეობაში “ენკას” ტექნიკისა და პოლიციის მობილიზება დილიდან მოხდა. Მათ ჯვრის აღება და კარვების დაშლა მოითხოვეს, რასაც მოსახლეობა ეწინააღმდეგება.