რიონის ხეობაში ნამოხვანჰესის
Სამშენებლო სამუშაოები განახლდა. Ადგილობრივები ამბობენ, რომ კომპანიამ ტექნიკის შეყვანა ხეობაში დილიდან დაიწყო. Ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც. Რიონის ხეობის მოსახლეობის თქმით, მათ მიერ აღმართული ჯვრის აღებას აპირებენ.
“Ეს არის ღირსების საკითხი. Ჩვენს ღირსებაზე გადავლა. Სამი თვეა, აქ ვართ. Გვქონდა კანონიერი მოთხოვნები. Გამოვავლინეთ კონკრეტული უკანონობები კომპანიის მხრიდან. Ის ტერიტორია, სადაც ჯვარი აღვმართეთ, არ იყო მათი საკუთრება. Თურმე, დღეს გამხდარა მათი საკუთრება. Აპირებენ ძალადობრივი გზით ჯვარი აიღონ. Მთელი რიონის ხეობა თურქებს მიყიდეს,”-ამბობს ადგილობრივი ვარლამ გოლეთიანი.
97-ე ღამეა რიონის ხეობის მოსახლეობა კარვებში ათენებს. Ისინი ნამოხვანჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ ჰესის მშენებლობა მათს სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. Მათივე თქმით, დაიტბორება სახლები, სახნავ-სათესი მიწები და შეიცვლება კლიმატი.