საქართველოს საავტომობილო გზების
Დეპარტამენტი ქუთაისში, წერეთლის ქუჩის რეაბილიტაციას აგრძელებს. საგზაო- ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო , 25 იანვრიდან 15 მარტამდე, სრულად დაიკეტება წერეთლის ქუჩა, პუშკინის ქუჩის კვეთიდან აღმაშენებლის გამზირის კვეთამდე. აღნიშნულ პერიოდში , წერეთლის ქუჩის ამ მონაკვეთზე, საავტომობილო მოძრაობა შეწყდება.
Ასევე ცვლილებაა გელათის ქუჩაზე სამანქანო მოძრაობასთან დაკავშირებით: 26 მაისის ქუჩიდან ვარლამიშვილის ქუჩის კვეთამდე შეიზღუდა სატვირთო ავტომობილების გადაადგილება. ასევე, აიკრძალა მოძრაობა თამარ მეფის ქუჩიდან გოგებაშვილის ქუჩისაკენ.
ავტომობილები გოგებაშვილის ქუჩაზე თბილისისა და ნაზარიშვილის ქუჩების გავლით მოხვდებიან.